საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მასწავლებლის მომზადების პროცესებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუკუნოვანი ისტორია აქვს. 1919 წლიდან უნივერსიტეტში დაფუძნდა „საპედაგოგიო ინსტიტუტი“, რომელსაც დიმიტრი უზნაძე ხელმძღვანელობდა. ინსტიტუტის მისია პედაგოგიკის მეცნიერების განვითარება და მასწავლებელთა კორპუსის მომზადება იყო. 1922 წელს უნივერსიტეტში შეიქმნა პედაგოგიური ფაკულტეტი, რომლის დეკანი პროფესორი კორნელი კეკელიძე იყო.  საბჭოთა ხელისუფლებამ 1933 წელს პედაგოგიკის ინსტიტუტი  პედაგოგიკის საუნივერსიტეტო კათედრად გადააკეთა, რომელიც, მასწავლებლის მომზადების თვალსაზრისით, უნივერსიტეტში არსებულ ყველა მიმართულებას ემსახურებოდა.

2007 წელს უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმების საფუძველზე, პედაგოგიკის კათედრის ბაზაზე, კვლავ შეიქმნა პედაგოგიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელიც თავდაპირველად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ფუნქციონირებდა.  2014 წლიდან კი უნივერსიტეტში   განათლების მიმართულება ფსიქოლოგიის მიმართულებასთან გაერთიანდა და ახლად შექმნილი ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი, რომელშიც, როგორც ერთეული, შედიოდა პედაგოგიკის სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტი.

განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის მისია ეფუძნება თსუ-ის მისიასა და ღირებულებებს, დეპარტამენტს წვლილი შეაქვს საქართველოს განათლების სისტემის განვითარებასა და განათლების მეცნიერებების დარგის პოპულარიზაცია.

2022 წელს პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტს გამოეყო მასწავლებელთა განათლებისა და ინტერდისციპლინური კვლევების სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტები, რის შედეგადაც განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტში ამჟამად ფუნქციონირებს სამი სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტი.

 

პედაგოგიკისსასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

მასწავლებელთა განათლების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ინტერდისციპლინური  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

პედაგოგიკის თეორიისა და პრაქტიკის მიმართულება

საგნის სწავლების მეთოდიკების მიმართულება

განათლებაში ინტერდისციპლინური კვლევების მიმართულება

განათლების ისტორიის მიმართულება

გამოყენებითი დიდაქტიკისა და კონსულტირების მიმართულება

განათლებაში ციფრული ტექნოლოგიების მიმართულება

 

პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

მასწავლებელთა განათლების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ინტერდისციპლინური სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ქეთევან ჭკუასელი 

ეთერ ღვინერია

ივანე მინდაძე 

ნინო ჩახუნაშვილი 

ზაქარია ქიტიაშვილი 

იზაბელა პეტრიაშვილი

ეფემია ხარაძე 

დავით წამალაშვილი

რუსუდან სანაძე 

გიორგი შარვაშიძე

ირმა გრძელიძე

 

განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის საქმიანობა ხორციელდება  კვლევითი,  სასწავლო და საზოგადოებრივი სერვისების მიმართულებით.

 

I კვლევითი მიმართულება

 

პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის კვლევის ძირითადი მიმართულებებია:

  • პედაგოგიკის თეორიისა და პრაქტიკის საკითხების კვლევა სწავლების ყველა საფეხურისთვის;  
  • განათლების ისტორიის თემატიკების კვლევა სწავლების ყველა საფეხურისთვის - თანამედროვე საგანმანათლებლო კონტექსტთან მიმართებით;
  • განათლების პოლიტიკის საკითხების კვლევა;
  • განათლების ფილოსოფიის საკითხების კვლევა;
  • განათლების ხარისხის მართვის საკითხების კვლევა;
  • განათლების  მართვის საკითხების კვლევა;
  • შედარებითი განათლების საკითხების კვლევა;
  • სოციალური პედაგოგიკის საკითხების კვლევა.

 

მასწავლებელთა განათლების სასწავლო – სამეცნიერო ინსტიტუტის კვლევის ძირითადი მიმართულებებია:

  • მასწავლებელთა განათლების თემატიკის კვლევა სწავლების ყველა საფეხურისთვის;
  • კერძო საგანთა სწავლების მეთოდიკების საკითხების კვლევა სწავლების  ყველა          საფეხურისთვის;
  • მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის მხარდამჭერი მექანიზმებისა და რესურსების  კვლევა სწავლების ყველა საფეხურისთვის;
  • გამოყენებითი დიდაქტიკისა და კონსულტირების საკითხების კვლევა.

 

განათლების ინტერდისციპლინური  სასწავლო – სამეცნიერო ინსტიტუტის კვლევის ძირითადი მიმართულებებია:

  • განათლების დარგში  ინტერდისციპლინური მიმართულებებისა  და პროფესიული კადრის საჭიროებების კვლევა;
  • განათლების დარგში  ინტერდისციპლინური მიმართულებების თემატიკების კვლევა;
  • განათლების დარგში  ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელება;
  • ინტერდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკების კვლევა;
  • განათლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციის საკითხების კვლევა;

 

 

განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის საერთო საკვლევი თემატიკა

 

  • პედაგოგიკის თეორიისა და პრაქტიკის საკითხები;
  • განათლების პოლიტიკის საკითხები;
  • განათლების ფილოსოფიის საკითხები;
  • განათლების  ისტორიის საკითხები - სკოლამდელი, საშუალო სკოლა, უმაღლესი სკოლა, პროფესიული სკოლა, ზრდასრულთა განათლება;
  • განათლების მეცნიერებების სპეციალისტების მომზადების საკითხები;
  • განათლების მეცნიერებების დარგში მიმდინარე პროცესებები / ტენდენციები;
  • სწავლების ყველა საფეხურისთვის (სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლესი, ზრდასრულთა განათლება) მასწავლებელთა მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლების /გადამზადების საკითხები;
  • სკოლამდელი განათლების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი სკოლის დიდაქტიკის საკითხები, ზრდასრულთა განათლების საკითხები;
  •  სკოლის აღმზრდელობითი ფუნქციის საკითხები (ღირებულებების სწავლება-გათავისება);
  • სწავლების ყველა საფეხურზე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობის საკითხები;
  • სოციალურად დაუცველი ჯგუფების განათლების საკითხები;
  • ინკლუზიური განათლების საკითხები;
  •  საგანთაშორისი, ინტეგრირებული მეცადინეოებები;
  • პედაგოგიური და პროფესიული პრაქტიკის საკითხები;
  • სკოლის განვითარების საკითხები (კურიკულუმსზედა სწავლება სკოლაში, სკოლის პროფილის განსაზღვრა და სპეციფიკის გამოკვეთა);
  • განათლების მეცნიერებების და სხვა დარგების ინტერდისციპლინური კვლევები;
  • ინტერდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკების კვლევა;
  • განათლების ხარისხის მართვის საკითხები;
  • განათლების მართვის საკითხები;
  • განათლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციის საკითხები;
  •  

II სასწავლო მიმართულება

 

განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამები

 

მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამები:

  • საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა -„პედაგოგიკა“ (დამატებითი პროგრამა (Minor) - 60 კრედიტი;
  • ბაკალავრიატის შემდგომი - მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა „მასწავლებელი“ (ერთწლიანი) – 60 კრედიტი;

 

ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - „დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“ – 300 კრედიტი;
  • მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული პროგრამა -  300 კრედიტი;

 

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ,,განათლების მეცნიერებების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • „პროფესიული განათლების და ადამიანური რესურსების განვითარების" ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

 

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ერთობლივი სადოქტორო პროგრამა ,,განათლების მეცნიერებები“ (სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  • პროფესიული განათლების" ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა.

 

III საზოგადოებრივი სერვისების მიმართულება

 

 

  •  განათლების პოლიტიკის შექმნაში მონაწილეობა:
  1. მასწავლებლის მომზადების მოდელების შემუშავებაში ჩართულობა სახელმწიფო დაკვეთების შესაბამისად;
  2. მასწავლებელთა განათლებისა და განათლების მეცნიერებების მიმართულებით დარგობრივი მახასიათებლების დოკუმენტების შემუშავებაში ჩართულობა;
  3. აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის შემუშავებაში ჩართულობა;
  4. სკოლის დირექტორის პროფესიული სტანდარტის შემუშავებაში ჩართულობა;
  5. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შემუშავებაში ჩართულობა;
  6. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის  შემუშავებაში ჩართულობა;
  7. ეროვნული სასწავლო გეგმის სხვადასხვა თაობის შექმნაში მონაწილეობა.
  • თბილისისა და რეგიონების მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებთან მემორანდუმების ფარგლებში თანამშრომლობა, მასწავლებელთა, სტუდენტთა და მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება;
  • მასწავლებელთა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენციის - „უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ - ორგანიზება;
  • სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების მხარდაჭერა;
  • სტუდენტური სერვისების მხარდაჭერა;
  • საზოგადოების მხარდაჭერა - მათ შორის საკონსულტაციო სერვისების შეთავაზება;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებელთათვის პროფესიული განვითარების ტრენინგების ორგანიზება;
  • ბავშვთა დღის ცენტრის აღსაზრდელთათვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება.

 

განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის მიმდინარე პროექტები:

 

  • DITECH: ,,ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება დასწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“/ (618766-EPP-1-2020-1-EE- EPPKA2-CBHE-JP), 2021;
  • CREATE: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ეჯჰილის უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის ერთობლივი კვლევა განათლებაში, 2021;
  • პროფესიული განათლება- პრობლემები და პერსპექტივები, 2022 წ;
  • ETHICS: კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში, 2023წ, SEP-210826364.

 

განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტები

 

  • ევროსაბჭოს პროექტში - VC 2767 დემოკრატია იწყება საქართველოს სკოლებში - სკოლებისთვის პრაქტიკული გზამკვლევის თანაავტორობა - სკოლის დემოკრატიული მმართველობა - მოსწავლეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასკოლო და საზოგადოების/თემის დონეებზე - (2022-2023);
  • ASSET: შეფასების ინსტრუმენტები ახალი სასწავლო გარემოსთვის უმაღლეს სასწავლებლებში (N 585587-EPP-1-2017-1-IL-EPPKA2-CBHE-JP) - (2017-2020);
  • CURE:კურიკულუმის რეფორმა დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში (573322-EPP-1-2016-1-IL-EPPKA2-CBHE-JP) - (2016-2019);
  • თსუ - მასწავლებელთა საუნივერსიტეტო მომზადების ინტეგრირებული 300-კრედიტიანი პროგრამის პედაგოგიური მოდულების (პედაგოგიური დისციპლინები, პედ.პრაქტიკა, კვლევითი ნაწილი) შემუშავება, VII-XII კლასის მასწავლებელი/“ – 2016;
  •  DOIT: „კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის განვითარება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სწავლებისთვის“ (530175-TEMPUS-1-2012-1-IL-TEMPUS-JPCR) - (15.10./2012 – 15.08.2015);
  • თსუ - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობაში სასწავლო პროცესის შეფასების თვალსაზრისით არსებული ვითარების/პრაქტიკის კვლევა -2015.